მომსახურება

 

სამოქალაქო სამართალი 

 

 

 სამოქალაქო სამართალი ეს არის სამართლის დარგი, რომელიც პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს აწესრიგებს.

 საადვოკატო ბიურო, „თბილისის ადვოკატები“ გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას სამოქალაქო სამართლის დარგში გაერთიანებულ ყველა სფეროში.  

 

სახელშეკრულებო სამართალი

საადვოკატო ბიურო  „თბილისის ადვოკატები“  გთავაზობთ უძრავ და მოძრავ ნივთებთან, ასევე უფლებებსა და მოთხოვნებთან დაკავშირებული ყველა სახის ხელშეკრულების მომზადებას; კერძოდ, სესხის, ნასყიდობის გაცვლის, ჩუქების, ქირავნობის, ლიზინგის, იჯარის, ფრენშაიზინგის, თხოვების, გირავნობის, იპოთეკის ნარდობის, დავალების, საშუამავლო, მიბარების, წილის დათმობის და სხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადებას, შემოწმებას, კანონმდებლობის შესაბამისად მათ გამართვას და მათგან გამომდინარე დავების მოგვარებას.

 

 სამეზობლო სამართალი
 

გთავაზობთ სამეზობლო ურთიერთობებიდან გამომდინარე დავების მოგვარებას, უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულებების მომზადებას და მათ შესაბამის სრტუქტურაში რეგისტრაციას, წარმომადგენლობა სასამართლოში, მესამე პირებთან.

 

ვალდებულებითი სამართალი
 

მოაგვარეთ ვალდებულების დარღვევიდან წარმოშობილი დავები- გთავაზობთ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას წარმომადგენლობას, დელიქტურ სამართალში კლიენტის უფლების დაცვას.


სადაზღვევო სამართალი
 

აღნიშნულ სფეროში მომსახურება მოიცავს: ზოგად იურიდიულ კონსულტაციას, ნებაყოფლობით და სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ სადავო საკითხების გადაწყვეტას; შესაბამისი სადაზღვევო ხელშეკრულებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტების (მაგ. სადაზღვევო პოლისების) მომზადებას ან არსებული ხელშეკრულების ანალიზს; დაზღვევის სფეროში წარმოქმნილ დავებში დაინტერესებული მხარის ინტერესების დაცვას.


საბანკო სამართალი
 

საადვოკატო ბიურო „თბილისის ადვოკატები“ კლიენტებს სთავაზობს საბანკო სამართლის საკითხებთან დაკავშირებულ იურიდიულ კონსულტაციებს; საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების, თავდებობის წერილების, აკრედიტივების და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადებას; საბანკო და სხვა საფინანსო ინსტიტუტების სამართლებრივი შემოწმების ჩატარებასა და შესაბამისი შეფასებების/დასკვნების მომზადებას; კლიენტის სახელით მარეგულირებელეთან ურთიერთობას;


ფასიანი ქაღალდები
 

საადვოკატო ბიურო „თბილისის ადვოკატები“ გთავაზობთ ფასიანი ქაღალდებიდან წარმოშობილი საკითხების მართვას, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის ფასიანი ქაღალდის გამოშვების, შეძენის, კაპიტალის გაზრდისა ფასიანი ქაღალდების განთავსების პროცესში იურიდიულ კონსულტაციებს, ასევე არსებობის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე დავების მოგვარებას.


ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
 

ინტელექტუალური სამართლის სფეროში მომსახურება მოიცავს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას, გამოგონების და სხვა სამრეწველო საკუთრების ობიექტზე პატენტის და სხვა შესაბამისი უფლების მოპოვებას; ავტორის, საავტორო უფლების სხვა მფლობელის, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის საავტორო, ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების, აგრეთვე მათი მომიჯნავე უფლებების დაცვას და მათი დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოში წარმომადგენლობა. საავტორო უფლებების და ავტორის ქონებრივი უფლებების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მომზადებას (განსაკუთრებული და ჩვეულებრივი სალიცენზიო ხელშეკრულებები), ასევე ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება. თანაავტორთა შორის ხელშეკრულების გაფორმება.

 

საოჯახო სამართალი
 

საადვოკატო ბიურო „თბილისის ადვოკატები“ გთავაზობთ საოჯახო სამართალთან დაკავშირებულ შემდეგი სახის მომსახურებას:  საქორწინო კონტრაქტის შედგენა; მეუღლეთა შორის ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებში უფლებების დაცვა; განქორწინებასთან, მშობლის უფლების ჩამორთმევასთან, მშობლის უფლების აღდგენასთან, ალიმენტის დაკისრებასთან, ალიმენტის ოდენობის შემცირებას/გაზრდას და სხვა საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული სარჩელების შედგენას, მტკიცებულებათა შეგროვებას, სასამართლოში წარმომადგენლობას და მხარის პირადი და ქონებრივი უფლებების დაცვას; შვილების და გაშვილების, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან შვილება/გაშვილებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივ უზრუნველყოფას.

 

მემკვიდრეობითი სამართალი
 

საადვოკატო ბიურო „თბილისის ადვოკატები“ გთავაზობთ სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოძება/შეგროვების პროცესში წარმომადგენლობას, წარმომადგენლობას სამკვიდრო ქონების მისაღებად ნოტარიუსთან და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; ანდერძის შედგენასთან დაკავშრებულ სამართლებრივ საკითხებსა და შედეგებზე კონსულტაციას; სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენას; სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენას; მემკვიდრეებს შორის არსებული დავის შემთხვევაში კლიენტის ინტერესების დაცვას; პირის უღირს მემკვიდრედ ცნობას; მემკვიდრეებისა და სხვა დაინტერესებულ მესამე პირთა კანონიერი ინტერესების დაცვას; ანდერძის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას.

 

 

ადმინისტრაციული სამართალი 

 

საადვოკატო ბიურო „თბილისის ადვოკატები“ გთავაზობთ კვალიფიციურ საადვოკატო/იურიდიულ და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას ადმინისტრაციული სამართლის სფეროთი რეგულირებულ საკითხებზე. კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, ჩვენი გუნდი აწარმოებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობას და დაინტერესებული პირის კანონით დადგენილი უფლების მოპოვების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში შესაბამისი განცხადებების შეტანას ან/და ადმინისტრაციული საჩივრის წარდგებას; მარტივი, ფორმალური და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას დაინტერესებული პირის წარმომადგენლობას შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან ან შეცვლასთან დაკავშირებულ სამართლებრივი მომსახურების გაწევას.

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართალი

საადვოკატო ბიურო „თბილისის ადვოკატები“ გაგიწევთ საადვოკატო და წარმომადგენლობით მომსახურებას საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა  კოდექსიდან გამომდინარე საკითხებზე,  კერძოდ: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში არსებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე, სახელმწიფო საკუთრების ხელმყოფ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე, გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევიდან წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფ ადმინსტრაციულ სამართალდარღვევებზე, საპატრულო ჯარიმებიდან წარმოშობილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

 

წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ და სახელმწიფო ორგანოებში

საადვოკატო ბიურო „თბილისის ადვოკატები“ გაგიწევთ წარმომადგენლობას სახელმწიფო დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში დარღვეული და სადავოდ ქცეული უფლებების მიზნით, ასევე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმების პროცედურაში წარმომადგენლობით მომსახურებას, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების და სამართლებრივი ანალიზის განსახორციელებლად.

 

ლიცენზიები და ნებართვები:

საადვოკატო ბიურო „თბილისის ადვოკატები“ კლიენტებს ეხმარება სხვადასხვა საქმიანობისათვის აუცილებელი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში, რაც მოიცავს ლიცენზიისა თუ ნებართვის მოპოვებისათვის აუცილებელი საბუთების მომზადებას საქართველოს კანონდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლიცენზიისა თუ ნებართვის მომზადების პროცესის მონიტორინგს,ლიცენზიის  ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ .

 

 

 

სისხლის სამართალი 

 

იურიდიული კომპანია „თბილისის ადვოკატები“ გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას სისხლის სამართლის ნებისმიერ სფეროში.

 

კომპანია კლიენტებს ემსახურება საერთო სპეციალიზაციის, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატების მეშვეობით, რაც განაპირობებს კლიენტისთვის ნებისმიერი კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულზე კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევას.

 

 ნებისმიერი ბრალდებული უფლებამოსილია, ჰყავდეს ადვოკატი სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასა და სასამართლო განხილვის ეტაპზე, რაშიც ჩვენი კომპანია გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

 

  • - საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;
     
  • - ადვოკატის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა;
     
  • - ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში ადვოკატთან პაემანი შეუზღუდავი დროით;
     
  • - მსჯავრდებულის ადვოკატთან პაემანი სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში შეუზღუდავი დროით;
     
  • - საგამოძიებო ორგანოებიდან მტკიცებულებების გამოთხოვა;
     
  • - მოწმეების მოძიება და მათი გამოკითხვა;
     
  • - სასამართლო პროცესებზე კლიენტის ინტერესების დაცვა;
     
  • - საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის უზრუნველყოფა თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;
     
  • - მტკიცებულებების მოპოვება და საგამოძიებო ორგანოსთვის ან სასამართლოში წარდგენა;
     
  • - ბრალდებულთან, მსჯავრდებულთან და მათ ოჯახის წევრებთან აქტიური კომუნიკაცია საქმის მიმდინარეობის შესახებ;
     
  • - სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა და მათი ასლების მოპოვება;
     
  • - შესავალი და დასკვნითი სიტყვის მომზადება;
     
  • - კლიენტის ინტერესების/უფლებების დაცვა სამივე ინსტანციის  სასამართლოში (საქალაქო/რაიონული სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი სასამართლო);
     
  • - უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და სასამართლოში საქმის წარმოება;
     
  • - უშუალოდ კლიენტის მონაწილეობა ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;
     
  • - გამომძიებლის, პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება კანონით დადგენილი წესით;
     
  • - და კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

 

 

უძრავი ქონება და პრივატიზაცია 

 

 

საადვოკატო ბიურო „თბილისის ადვოკატები“გთავაზობთ უძრავი ქონების გასხვისება/ შეძენასთან დაკავშირებულ საკითხებზე:

 

  • - იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული მომსახურების გაწევას;
  •  
  • - უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებას;
  •  
  • - გაფორმებას და საჯარო რეესტრში მათ რეგისტრაციას;
  •  
  • - ინვესტორების სასარგებლოდ შესაძენი ქონების სამართლებრივი შეფასების ჩატარებას;
  •  
  • - იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებას;
  •  
  • - პრივატიზაციის პროცესში კლიენტის ინტერესების წარმოდგენას; 

 

მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას, როგორიცაა: განცხადების შედგენა, კანონით დადგენილი მტკიცებულებებისა და დოკუმენტაციების მოძიება, წარმომადგენლობა სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან და სხვა საჭირო პროცედურების განხორციელებას; პრივატიზაციის პროცესში დაინტერესებული პირის კანონიერი უფლებების დაცვას.

 

სააღსრულებო სამართალი 

 

საადვოკატო ბიურო "თბილისის ადვოკატებიგ" თავაზობთ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში იურიდიული მომსახურების გაწევას, წარმომადგენლობას სააღსრულებო ბიუროს შესაბამის სამსახურში, აღსრულების მიზნით დანიშნულ აუქციონებში წარმომადგენლობას, სააღსრულებო წარმოების პროცესში მხარის წარმომადგენლობას აღსრულების გადადების, შეწყვეტის ან შეჩერების საკითხებთან დაკავშირებით.

 

ცნობისთვის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აღსრულებას ექვემდებარება

ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა;

ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ;

გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინებისა და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში;

ე) სასამართლოს ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;

ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ;

ზ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების ან დაპატიმრების შესახებ;

თ) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII​8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე;

ი) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის სავალდებულოა;

კ) უცხო ქვეყნის სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;

ლ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;

მ) უცხო ქვეყნის არბიტრაჟის ან საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

ნ) სანოტარო აქტი;

ო) გირავნობის მოწმობა;

პ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

ჟ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

რ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფო ქონებისათვის ან/და თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;

ს) რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებები;

ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

უ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება;

ფ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII​13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება;

ქ) ლიზინგის მოწმობა.